მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება : საზოგადოებამ უნდა აირჩიოს მსოფლიოს შვიდი ახალი საოცრება // 24 საათი. - 2007. - 7 ივლისი. - N150 (1594). - გვ.A15[MFN: 26221]
საინტერესო მასალა , რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ
მსოფლიო საოცრებები
Thursday, April 28, 2011
გიზას დიდი პირამიდა
უძველესი სამყაროს შვიდი საოცრებიდან დღეს მხოლოდ ეგვიპტეში აგებული გიზას დიდი პირამიდა არსებობს. თითქმის 4000წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო-მისი სიმაღლე 157 მეტრს აღწევს.გიზას პირამიდა დღესაც უდიდეს ქვის ნაგებობად რჩება.ის მდინარე ნილოსის დას. ნაპირზე ააგო მეფე ხუფუმ, მე4 დინასტიის მეორე მმართველმა,რომელიც უფრო ბერძნული სახელით, "ხეოფსითაა" ცნობილი. ხუფუ ეგვიპტეს ძვ.წ. 2251-2528 ქლებში მართავდა და საკუთარი პირამიდის აგებას ხელმძღვანელობდა,რომელიც მისი აკლდამა უნდა ყოფილიყო. ეს პი
რამიდა მამამისის,სნოფრუს პირამიდას ეფუძნება,თუმცა მასზე ბევრად დიდია და პირამიდების მშენებლობის უდიდეს პერიოდზე მეტყველებს. პირამიდები გიზას დიდი პირამიდის აგებდამდეც არსებობდა და მას შემდეგაც არაერთი ააგეს,მაგრამნ არცერთი მათგანი ისე არ განაცვიფრებდა მნახველ 4 ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში,როგორც დიდი პირამიდა...
პირამიდები აურაცხელ ტურისტას იზიდავს. ღამღამობით აქ ბრწყინვალი კონცერტები და განათებული სანახაობები იმართება,სადაც ლაზერის სხივები 4500 წლის ნაგებობებს ანათებენ.რესტავრაცია და არქეოლოგიური გათხრები უწყვეტად მიმდინარეობს.გაკეთდა ახალი აღმოჩ
ენები,რომელთა შორის აღსანიშნავია ხუფუს დედოფლების პირამიდების უკან აღმოჩენილი მცირე პირამიდის ნანგრევები.
რამიდა მამამისის,სნოფრუს პირამიდას ეფუძნება,თუმცა მასზე ბევრად დიდია და პირამიდების მშენებლობის უდიდეს პერიოდზე მეტყველებს. პირამიდები გიზას დიდი პირამიდის აგებდამდეც არსებობდა და მას შემდეგაც არაერთი ააგეს,მაგრამნ არცერთი მათგანი ისე არ განაცვიფრებდა მნახველ 4 ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში,როგორც დიდი პირამიდა... პირამიდები დღეს
ენები,რომელთა შორის აღსანიშნავია ხუფუს დედოფლების პირამიდების უკან აღმოჩენილი მცირე პირამიდის ნანგრევები. საინტერესო ფაქტები
- მეცნიერები თვლიან,რომ დიდი პირამიდის წონა 5მლნ. ტონაზე მეტია,ხოლო მისი აგებისთვის 2მლნ.ზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს.
- ფართობი,რომელსაც პირამიდა იკავებს, 5.15 ჰექტარის ტოლია და მასზე ჩოგბურთის 200 მოედანი დაეტევა.
- იტალიის დედაქალაქ რომის წმინდა პეტრეს ტაძარი 2ჯერ მოთავსდებოდა დიდი პირამიდის მიერ დაკავებულ ფართობზე.
- ნაპოლეონმა გამოითვალა,რომ სამ უმთავრეს პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა საფრანგეთის გარშემო 3 მეტრის სიმაღლისა და 30 სანტიმეტრი სისქის გალავნის ასაგებად...
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში
- ძვ.წ. 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის,ბერძენთა უზენაესი ღმერთის ქანდაკება დაასრულა. ქანდაკება,რომელიც სამხ. საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისთვის სპეციალურად აგებულ ტაძარში იდგა, სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა- ე.ი. დღევანდელ 4სართულიან სახლზე მაღალი იყო. ქანდაკებ
ა მრავალ ძვირფას მასალას შეიცავდა, მათ შორის, ერთ ტონა სპილოს ძვალსა და ტონაზე მეტ ოქროს...
ყველა მნახველს აოცებდა როგორც ქანდაკების სიდიდე,ასევე მცირე დეტალების განსაკუთრებული დახვეწილობა. გადმოცემით, ის უფრო საიუველირო ნაწარმს ჰგავდა,ვიდრე ქნდაკებას. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა. ზევსი ტახტზე ისე ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეჩვენებოდა თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდა. ქანდაკება ტაძარში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა, მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს მიივიწყეს. გადმოცემის თანახმად, ქანდაკების საწილები ახ.წ. 394 წელს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა
საინტერესო ფაქტები
ქანდაკების აგებას ფიდიასმა 8წელი მოანდომა.
როგორც ისტორიკოსმა სტრაბონმა გამოითვალა, ზევსს რომ ადგომა შეძლებოდა,თავით ტაძრის სახურავს გაანგრევდა!..- ქანდაკებისთვის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი გამოიყენეს. სინესტისა და აფხულის ხვატისგაან დასაცავად ძვალი ზეთით დაფარეს
- თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებდით, ქანდაკება 6 მლნ. გირვანქა სტერლინგი ეღირებოდა.

- ლეგენდის თანახმად, რომის იმპერატორმა კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა,მაგარმ ვერ შეძლო , რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს ზევსმა სიცილი დააყარა და გააქცია.
ზევსის ტაძარი და სტადიონი ნანგრევებად იქცა. ისინი მიწამ და მტვერმა დაფარა. ჩვენს დროში არქეოლოგებმა მიაკვლიეს ზევსის ტაძრის ნაშთებს, რომელიც მხოლოდ სრდილიღაა თავისი პირვანდელი დიდებისა
Subscribe to:
Posts (Atom)